თურქეთში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად ბათუმში აჭარაბეთ არენა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
გარდა ამისა, კაჰრამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლობით ბათუმში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი. მისამართი: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი - აჭარაბეთ არენა, გუდიაშვილის ქუჩა N8.
შეგახსენებთ, თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.