მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის წყალმომარაგების სისტემისთვის ₾11-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ბათუმი

ბათუმის წყლის მუნიციპალურმა კომპანიამ გამოაცხადა 11.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის ახალი, 2,000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარის და ამ რეზერვუარის მკვებავი მაგისტრალური ქსელის მოწყობა იგეგმება.

საპროექტო განაცხადის თანახმად, ახალი რეზერვუარი ავგიის დასახლებაში განთავსდება და მისი საჭიროება გამომდინარეობს ქალაქში სასმელ წყალზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით, რაც ბათუმის ურბანულ ზრდას და გაზრდილ ტურისტულ მოთხოვნას უკავშირდება.

"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2021 წლის 25 სექტემბრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (მაგისტრალური წყალსადენების რეაბილიტაციის/მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის/მშენებლობის სამუშაოები, ან/და წყლის ან/და საკანალიზაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები) საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 400 000 (თხუთმეტი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

კომპანიებს პროექტში წინადადებების წარდგენა 17 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები