მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის უნივერსიტეტთან მიმართებით განსაკუთრებული მიდგომა გვექნება - გივი მიქანაძე

ბათუმის უნივერსიტეტი

"ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სპეციფიკური სტატუსის“ გამო განსაკუთრებული მიდგომა ექნება.

მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტებთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზეა. მისივე თქმით, ბათუმის უნივერსიტეტის შემთხვევა გამორჩეულია, რადგან ის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი უმაღლესი სასწავლებელია.

"მოგეხსენებათ, რომ როდესაც კონცეფცია იქნა დამტკიცებული, იქ რეგიონის უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა. თუმცა, რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეს ძალიან სპეციფიკური ამბავია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ ეს სპეციფიკურობა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იქნეს. ჩვენ ფაქტობრივად ვასრულებთ პროცესს, როდესაც მიმდინარეობს განხილვები კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით და აქ მინდა გითხრათ, რომ ბათუმის უნივერსიტეტთან მიმართებით განსაკუთრებული მიდგომები გვაქვს იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონს და ზოგადად, ამ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული", - თქვა მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებმა დაასრულეს შრომის ბაზრის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა ქვეყანაში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მთავრობა დადგენილებით დაამტკიცებს.

შრომის ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოიყოფა, მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, 2025 წლის 15 დეკემბრის კვირაში უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა ამ დრომდე არც ეკონომიკის და არც განათლების სამინისტროს არ გაუსაჯაროებია.

"მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოა ძალიან სიღრმისეული კვლევა, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ რა პროფილის, რა პროფესიები გვჭირდება. ფაქტიურად, ეს კვლევა უკვე დასრულებულ ფორმაშია და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვაქვს, უკვე თითქმის საბოლოო ციფრები, ამ ციფრების შეჯერების ბოლო ეტაპზე ვართ, თუ თითოეულ მიმართულებაზე რამდენი პოზიცია გვჭირდება და დეკემბერში საპარლამენტო...

პასაკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, განისაზღვრა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესაბამისი კვოტების მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, უნდა მიმართოს მთავრობას, მთავრობამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ და დადგენილებით დაამტკიცოს, რამდენი კვოტა იქნება. ისევე როგორც უნდა განისაზღვროს, თითოეულ უნივერსიტეტს რა მიმართულების, რა პროფილი ექნება, რომ ამის საფუძველზე უკვე უახლოეს პერიოდში, როდესაც გამოცხადდება უმაღლეს სასწავლებლებში მიღება, თითოეულმა უნივერსიტეტმა იცოდეს, რა მიმართულებით ექნება მას შესაძლებლობა, რომ მიიღოს სტუდენტები ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ეს არის უახლოესი კვირების საკითხი. ჯერჯერობით წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ბათუმთან მიმართებაშიც სპეციფიკური მიდგომა არის, იქნება და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ საჭიროებებს და იმ ინტერესებს, რომელიც ამ უნივერსიტეტთან და მთლიანად რეგიონთან არის დაკავშირებული", - განაცხადა "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები