მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმს ახალი, თანამედროვე ავტოსადგური შეემატა

ავტოსადგომი
01.09.25 14:00
726

ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩა №11-ში ახალი ავტოსადგური გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ავტოსადგურს პირველი კლასის სტატუსი მიენიჭა.

ავტოსადგური აღჭურვილია: კომფორტული მოსაცდელი ზონებით, სხვადასხვა ტიპის საკვები ობიექტებით, ბავშვთა გასართობი სივრცით, სამედიცინო პუნქტით და მრავალფეროვანი კომერციული ობიექტებით.

ახალი ავტოსადგური გათვლილია როგორც საერთაშორისო, ისე საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე და დღე-ღამეში 10,000-დან 15,000-მდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები