მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმს იახტით მილიარდერი ჯეიმს საიმონსი სტუმრობს

64aa64d8259df
BM.GE
09.07.23 11:30
5785
გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმის პორტში დგას მილიარდერ ჯეიმს საიმონსის კუთვნილი ხომალდი "არქიმედე". ხომალდი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მისი სიგრძე 68 მეტრს შეადგენს.

გამოცემის თანახმად, 85 წლის მილიარდერი ამჟამად თავადაც ბათუმში იმყოფება. Forbes-ის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, საიმონსის ქონება 28 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითიც ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 52-ე ადგილს იკავებს. 

საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.

Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები. განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ქველმოქმედებისთვის 4 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული.

ჯეიმს საიმონსი განათლებით მათემატიკოსია. ვიეტნამის ომის დროს, ის აშშ-ის არმიისთვის კოდების გამტეხად მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები