მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმს მალე ახალი, მრავალფუნქციური და თანამედროვე სივრცე შეემატება

konsol
09.04.26 11:54
626

დეველოპერული კომპანია - Konsol Holding, თავისი სამშენებლო პროექტის - Grand Towers-ის ფარგლებში ავითარებს ლოკაციას, სადაც საცხოვრებელი, კომერციული და სამედიცინო მიმართულებები ჰარმონიულად ერთიანდება და ქალაქის თანამედროვე ცხოვრების ახალ ხარისხს აყალიბებს.

Grand Gallery წარმოადგენს ახალი თაობის კომერციულ პლატფორმას, რომელიც კობალაძის ქ. N18-ში განთავსდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ერთ ლოკაციაზე თავს მოიყრის სხვადასხვა ტიპის ობიექტები, საცალო ვაჭრობა, სერვისები, კვების ობიექტები და სხვა ყოველდღიური საჭიროებები. პროექტი ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე და მიზნად ისახავს ბათუმში თანამედროვე, დინამიკური სავაჭრო ეკოსისტემის განვითარებას.

Grand Gallery არ არის მხოლოდ კომერციული სივრცე, ის არის ურბანული გამოცდილება, სადაც ეფექტიანობა და კომფორტი ერთიანდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მიმართულებასაც: კომპლექსში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი Mediwali, რაც პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

ობიექტი გათვლილია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებზე, რომლებიც ეძებენ თანამედროვე და სტრატეგიულად გამართულ ლოკაციას, ასევე მომხმარებლებზე, რომლებსაც სურთ მრავალფეროვანი სერვისების მიღება ერთ სივრცეში,- მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

ეს არის სივრცე, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, არამედ ქმნის მომავლის სტანდარტს ბათუმში.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები