მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ბინების რეალიზაცია შემცირდა, უცხოელთა წილი გაიზარდა

ბათუმი

ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაცია შემცირდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 11.8%-ით იკლო და 1,378 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 5.2%-ით 92 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა და 48% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 50%-მდე შემცირდა.

ბათუმში 2026 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივლისთან შედარებით 11.1%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 22.4%-ით იკლო. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-32.8%), მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 19.1%-ით მოიმატა.

"ტრანზაქციების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის ივლისში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი.|, - მიიჩნევს Colliers Georgia.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები