ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური შემოწმების შედეგად დარღვევის ფაქტები 16 ობიექტში გამოავლინა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ისინი დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმს, სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვას ამოწმებენ.
სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების მიერ, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, სამი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პრინციპით 36 სილამაზის სალონი გადამოწმდა. შედეგად, ნორმის დარღვევის ფაქტზე 16 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
ბათუმის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.