ბათუმში, ბოლო ორი თვის განმავლობაში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 25 755 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.
სამართალდარღვევებს შორის 14 729 შემთხვევა პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა იყო, 3130 - ტროტუარზე დგომა; 1986 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; 1711 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა; 313 - ველობილიკზე არასწორი პარკირება; 89 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა; 850 - პარკირების წესის დარღვევა; 23 - პარკირების ორგანიზების წესის დარღვევა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, 1219 ავტომობილი ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს. რაც შეეხება უბილეთოდ მგზავრობას, ბოლო ორ თვეში ბათუმში 2924 პირი დაჯარიმდა.