მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 2024-2028 წლებში დასასრულებელ პროექტებში ბინების 78% უკვე გაყიდულია - Galt & Taggart

ბინები

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში 2024-2028 წლებში დასასრულებელ პროექტებში ბინების 78% უკვე გაყიდულია.

„2024 წლის იანვარში 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელიც ბათუმში 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2023 წელს შერჩეული დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 2.8%-ით შემცირდა, რაც შეიძლება აიხსნას:

  1. რეკორდულად მაღალი გაყიდვების რაოდენობით 2022 წელს.
  2. მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია.
  3. უძრავი ქონების დეველოპმენტის აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით, რადგან თანდათან მზარდია პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს).

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-იან კლებას აჩვენებს, ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით ნაკლები შემცირება ფიქსირდება. აღნიშნული კლებას საინვესტიციო ბანკი 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით ხსნის და წერს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი 2021 წლის მაჩვენებლებს 29.6%-ით აღემატება.

წლიურ შეჯამებაში "გალტ & თაგარტი" წერს, რომ ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა, რისი მიზეზიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა - ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 სწორედ ახალ ბულვარში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები