მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში აგვისტოში 1 422 ბინა გაიყიდა - რამდენია მ²-ის საშუალო ფასი?

ბინები

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით შემცირდა და ზღვისპირა ქალაქში ამ პერიოდში 1 422 ბინა გაიყიდა.

საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 17%-ით 56 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

Recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და მ²-ზე 984 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 დოლარამდე გაიზარდა.

„ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა“, - აღნიშნულია განახლებულ მონაცემებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები