მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალი ბინების გაყიდვები 10%-ით შემცირდა - Colliers Georgia

648ae79200ea0
თამთა ჯიჯავაძე
15.06.23 18:54
1537
2023 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 10%-ით შემცირდა და 1,335 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 1%-ით 62 მილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ Colliers Georgia-ს უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ახალაშენებული ბინების შემთხვევაში მოთხოვნა 10%-ით, ძველ ბინებზე კი 7%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ვებგვერდზე.

რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებში სეგმენტების მიხედვით მოთხოვნის ცვლილებას, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობის 21% და 15%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფასს, ბათუმში მიმდინარე წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 732 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები