"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, 2025 წლის 10 თვეში ბათუმის დეველოპერულ ბაზარზე ტრანზაქციებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. საშუალო ფასი კი 1 386$-ით განისაზღვრა, რაც თბილისის საშუალო ფასზე მცირედით მაღალია. მნიშვნელოვანია რომ 2025 წელს ფასი ბათუმში 16%-იან ზრდას აფიქსირებდა.
როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ წლის შემაჯამებელ ეთერში “თიბისი კაპიტალის" უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განაცხადა. ბინების 70%-ს საინვესტიციო მიზნობრიობით ყიდულობენ.
კომპანია „იელთი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ 2026 წელს უძრავ ქონებაზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.
„დღეს თბილისშიც ყველა დეველოპერი ცდილობს განსაკუთრებული და განსხვავებული კომფორტი შესთავაზოს ადამიანებს. ბათუმში კი ამაზე დიდი აქცენტი კეთდება ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში, რადგან დანიშნულება საინვესტიციო იყო.
იცით, რომ ძირითადად ბათუმში წლების მანძილზე ვითარდებოდა ე.წ. სტუდიო აპარტამენტების მიმართულება. 2025 წელს გეოგრაფიულმა ცვლილებებმა, მათ შორის ბიუჯეტის ცვლილებამ გამოიწვია პროდუქტის შეცვლაც. დღეს უფრო მეტად აკეთებს მომხმარებელი აქცენტს ცალკესაძინებლიან ან ორსაძინებლიან ბინებზე.
ამასთან, მოთხოვნა რეპუტაციაზე მომატებულია. თუ ვინმეს გაეზარდა მოცულობა, გაეზარდათ მხოლოდ რეპუტაციულ კომპანიებს, მათ ვინც თავის თავშიც და პროდუქტშიც ინვესტიციას აკეთებს. გაჯანსაღების ნამდვილად ვითარდება ბაზარი.
ფასებში მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით, არც ზრდის და არც მით უმეტეს კლებას. არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სხვაობა იქნება 2025-სა და 2026 წლებს შორის. 27-28 წელი კიდევ სხვანაირად იგეგმება, მაგრამ 2026 წელს ნაკლებად მოსალოდნელია დიდი განსხვავების მიცემა.“ - აღნიშნა გურგენაძემ.




























