მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე

მახარაძე გრემო

„დეველოპერისთვის რატომ გახდა ეს არჩევანი ერთადერთი?! ბედნიერები ვართ ამით?! რაღაცამ მიგვიყვანა ხომ აქამდე?! და ეს რაღაცა იყო ზუსტად ის, რომ ჩვენივე თანხებზე წვდომა გვინდოდა გვქონოდა“, - ეს განცხადება „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ, უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე შიდა განვადებების არსებულ პრაქტიკაზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიები არსებული რეგულაციების გამო ფაქტობრივად „ბანკად იქცნენ“ და „განვადების რვეულები“ გაუჩნდათ, მაშინ როცა ბაზარზე უფრო მოქნილი და გამართული ფინანსური მექანიზმების არსებობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მახარაძემ მაგალითად მოიყვანა შემთხვევები, როდესაც პროექტის დასრულებას 2 მილიონი სჭირდებოდა, ანგარიშებზე კი 5 მილიონი იყო, თუმცა მკაცრი რეგულაციებისა და იპოთეკური გაყიდვების გამო დეველოპერი ამ თანხას ვერ ითვისებდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბაზარი მზად არის თანხები Escrow-ანგარიშზე განათავსონ და მშენებლობის პროგრესის პროპორციულად მიიღონ, თუმცა აუცილებელია, რომ რეგულაციებმა და სისტემამ, როგორც მყიდველის, ისე დეველოპერის ინტერესები თანაბრად გაითვალისწინოს.

„ჩვენ იძულებული გავხდით აქეთ გადავრთულიყავით და ბანკად ვიქეცით, რაღაც განვადების რვეული გვაქვს, რად გვინდა ეს, როცა შესაძლებელია სხვა მექანიზმები არსებობდეს. დავდოთ Escrow-ზე და ჩემი მშენებლობის პროგრესის პროპორციულად ჩაგვერიცხოს ეს თანხა, მზად ვართ ამისთვის!“ - განაცხადა მახარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები