მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში COSMO-ს ღია სახელოსნო და ფილიალი გაიხსნა

cosmo

27 აგვისტოს, ბათუმში COSMO-ს ღია სახელოსნო და მეორე ფილიალი გაიხსნა. COSMO-ს ღია სახელოსნოში თავად შეგიძლიათ შეკეროთ და მოხატოთ სასურველი აქსესუარი. ეს უნიკალური შესაძლებლობა თითოეულ მსურველს საშუალებას მისცემს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს.

როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას COSMO-ს თანადამფუძნებელმა, სოფი მუხულიშვილმა აღნიშნა, ბრენდმა, რომელმაც სახალხო მოდის იდეა ყველასთვის მიმზიდველი გახადა, გადაწყვიტა მომხმარებლები კიდევ უფრო დაეახლოებინა ერთმანეთთან. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მაღაზიის უნიკალური კონცეფცია.

„ყველა კოსმოელს გაუხარდება, თუ თქვენ მოიმარჯვებთ ნემსსა და ძაფს, ფუნჯსა და საღებავს, მიუსხდებით მაგიდას და კოსმოს ღია სახელოსნოში საკუთარი ხელით შექმნით თქვენ ბედნიერებას.“- აღნიშნავს სოფი მუხულიშვილი.

მისივე თქმით, "კოსმოელებს" ერთად გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ცალ-ცალკე.

„გვწამს, ჩვენი პოზიტიური მიდგომები და სიყვარული საქმისადმი გადამდებია და გვინდა ღია სახელოსნოში ჩვენს მომხმარებლებს გავუზიაროთ. ვამაყობ, რომ "კოსმოელებმა" შევძელით და დავიწყეთ COSMO-ს მაღაზიებში "ღია სახელოსნოს" პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს", - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა. 

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი COSMO ბაზარზე უკვე 8 წელია არსებობს და 55 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები