მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში დიდთოვლობის გამო 70 ერთეული სპეცტექნიკა და 700-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული - ბათუმის მერი

დიდთოვლობა
24.02.25 19:16
965

ბათუმში დიდთოვლობას ებრძვიან. ზღვისპირა ქალაქში ამ ეტაპზე 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ავრცელებს.

„დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები“, - წერს ბათუმის მერი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები

ცნობისთვის, რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ორი დღის განმავლობაში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები