მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, იანვარში ახალ ბინებში მ²-ის საშუალო ფასი $924-მდე გაიზარდა - რომელ სეგმენტზეა მოთხოვნა?

63f2247a25e9a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 08:30
1196
2023 წლის იანვარში ბათუმში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით, 1,330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 98%-ით გაიზარდა და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ბინების გაყიდვების განახლებულ მიმოხილვას Colliers Georgia სპეციალურ ვებგვერდ recov.ge-ზე აქვეყნებს.

ამ მონაცემების მიხედვით, ბათუმში აღნიშნულ პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 924 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 674 დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა. იანვარში ყველაზე მაღალი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო, მოთხოვნის ზრდამ ამ შემთხვევაში 339% შეადგინა. ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 579 და 296 ერთეული შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები