წელს, ბათუმში ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების ფაქტზე 38 სუბიექტი 221 300 ლარით დაჯარიმდა. როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მიმდინარე წელს სულ 78 შეტყობინება დაფიქსირდა.
ხმაურის ნორმების გადამეტებაზე მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ყოველდღიურად ახორციელებს.
აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.