მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კლინიკა "მედემერჯენსი" ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო

5e887d5482ced
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 17:00
3862
პირველადი ჯანდაცვის სისტემის გააქტიურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, კლინიკა „მედემერჯენსი“ დაათვალიერებისას განაცხადა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.

„ვინაიდან ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადავიდა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გააქტიურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ „ცხელების ცენტრების“ გახსნა, რომლებიც განკუთვნილია ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად”, - განაცხადა პრემიერ-მინისრტრმა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „მედემერჯენსი“ სრულად აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ექიმებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, პირადი დაცვის საშუალებებით და ის ერთდროულად 50 პაციენტის მიღებას შეძლებს.

აჭარის რეგიონში უკვე გამოყოფილია 2 „ცხელების ცენტრი“. ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ, მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. უშუალოდ COVID 19-ის მქონე პაციენტებისთვის ბათუმსა და ქობულეთში ორი საავადმყოფოა გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები