მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, მომავალი კვირიდან "ქარის" ელექტრომოპედები გამოჩნდება

62417d7143ece
ალა ისპირიანი
28.03.22 20:30
1589
ქართული მიკრო-მობილობის სტარტაპი Qari Electric-ი, რომელიც თბილისში მსურველებს ელექტრომოპედების გაზიარების სერვისს სთავაზობს, მომავალი კვირიდან მოპედების გაშვებას ბათუმშიც გეგმავს.

როგორც Bm.ge-თან კომპანიის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა, დანიელ დოინიცინმა განაცხადა, თავდაპირველად ქალაქ ბათუმში 50 მოპედი ივლის.  

„ტურისტულ სეზონთან ერთად „ქარს“ ახალი კატეგორიაც დაემატება - „ტურბო ქარი“, კერძოდ ის, რომ მას უფრო მეტი გამავლობა (90 კილომეტრი) ექნება, რაც რეგიონის მაცხოვრებლებს და სტუმრებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ტურისტულ ადგილას, მაგალითად ციხისძირსა და კვარიათშიც შეძლონ გადაადგილება. ანუ მთლიან სანაპირო ზოლზე გასეირნება შეძლონ,“ - განაცხადა დანიელ დოინიცინმა.

რაც შეეხება ტარიფებს, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მოპედს 15 წუთამდე გამოიყენებს წუთი 75 თეთრი ეღირება, ხოლო თუ 15 წუთზე მეტს ატარებს, 55 თეთრი იქნება: “ჯერჯერობით ტარიფების შეცვლას არ ვაპირებთ. ტარიფები ბათუმში იგივე იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები