მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოს კრიტიკული დარღვევების გამო სესმა საწარმოო პროცესი შეუჩერა

ნახევარფაბრიკატების საწარმო

ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. საწარმო შპს „როგია“ მდებარეობს ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, სათნოების ქ. N7.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო მუშაობდა ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმო შეაჩერა საქმიანობა დარღვევების აღმოფხვრამდე, რეგისტრაციისა და აღიარების მიღებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია. აღიარების პროცედურა და სავალდებულო აღიარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები