მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ორი არასრულწლოვანი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

პოლიცია
15.02.25 23:23
1183

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპნენ 4 და 5 წლის ბავშვები. როგორც გამოცემა წერს, ისინი იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საკითხზე ბათუმის მერიამაც გაავრცელა განცხადება. მათი ინფორმაციით, შემთხვევა ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ მოხდა.

"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი მთავრობის წევრები. იყო სიტყვიერი შელაპარაკება მათსა და ადგილობრივებს შორის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ერთი კვირის წინ, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყება დააანონსა. 8 თებერვალს ირაკლი კობახიძე ბათუმში, მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები