Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, ბათუმში 2023 წელს უძრავი ქონების გაყიდვები შენელდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. გყიდვები 21.7%-ით შემცირდა 2024 წლის იანვარშიც.
2023 წელს ბათუმში 15 758 უძრავი ქონება გაიყიდა, 2022 წელს კი, 17 040. შედეგად, პურველადი ბაზრის რეალიზაცია 10%-ით, მეორადი ბაზრის კი, 4%-ით შემცირდა.
კვლევითმა ორგანიზაციამ ბათუმში დეველოპერები გამოკითხა, მათი თქმით, შესუსტებული მოთხოვნა შესაძლოა აიხსნას 1) 2022 წლის მაღალი ბაზით; 2) დაბალი მარაგებით, რადგან პროექტებში, რომლებიც 2024-25 წლებში სრულდება ბინების 85% გაყიდულია; 3) დეველოპმენტის ბათუმიდან აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით.
ბათუმში მიწის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების დეველოპმენტი აჭარის სხვა ლოკაციებზე ინაცვლებს. მიმდინარე 177 პროექტიდან 64% ბათუმში შენდება, 24% გონიოში, კვარიათსა და მახინჯაურში, 12% კი, ქობულეთში.
მიუხედავად შემცირებული მოთხოვნისა, 2023 წელს უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე 54.6%-ით გაიზარდა 2022 წლის დასაწყისთან შედარებით. თუმცა, ორგანიზაციის მოლოდინით, 2024 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ფასების სტაბილიზაცია.