მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, სამ თვეში 4526 უბილეთო მგზავრი დააჯარიმეს

უბილეთო მგზავრი

ბათუმში, სამ თვეში უბილეთო მგზავრობისთვის 4526 პირი დააჯარიმეს. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგი საგანგებო რეჟიმში ხორციელდება.

"მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ ბოლო სამი თვის განმავლობაში უბილეთო მგზავრობისთვის 4526 პირი დააჯარიმა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს. მგზავრი ვალდებულია საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს", - იტყობინება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები