მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მლნ-ად იყიდება - ვინ არის მფლობელი?

Best Western Premier Batumi

ბათუმში სასტუმრო Best Western Premier Batumi $26 მილიონად იყიდება. აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების ყველა დიდი პლატფორმაზეა გამოქვეყნებული.

14 სართულისგან შემდგარი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა, N111-ზე მდებარეობს.

„სასტუმროს 14 სართულს მოიცავს:

-1 სართული – პარკინგი – 600 კვ.მ;

G სართული – მისაღები – ლობი – 100 კვ.მ;

მე-2 სართული – ლობი ლაუნჯი, შეხვედრების ოთახი, ოფისები – 300 კვმ;

მე-3 სართული- კაზინო: I სართული – მისაღები, სათამაშო აპარატები, ბარი, ვიდეოკამერის ოთახი – 350 კვ.მ. II სართული – სათამაშო მაგიდები, VIP ოთახები, ბარი და ბუფეტი –650 კვ.მ;

მე- 4 სართული – სტაფის ოფისები – 100 კვმ;

მე-5 სართული – სპა, საცურაო აუზი, სასწავლო ცენტრი, ვერანდა, იოგას ოთახი, კარადები – 1000 კვ.მ;

მე-6 სართულიდან მე-12 სართულის ჩათვლით – 104 სასტუმროს ოთახი (4 სხვადასხვა კატეგორია) – 4000 კვ.მ;

მე-13 სართული - რესტორანი „ზურმუხტი“ - 500 კვ.მ (ქართული, ევროპული და ჩინური სამზარეულო) რეალური LIVE კაზინო - 1000+ კვ.მ ონლაინ კაზინო -1100+ კვ.მ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, სასტუმროს თამარ მაზიაშვილი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, კომპანიის წილის 70%-ის მფლობელი, ოზგურ ქურთია, ხოლო დარჩენილი 30%-ს ბინ ლიანგ ჰუანგი ფლობს.

BM.GE უფრო მეტი დეტალის გასარკვევად სასტუმროსთან დაკავშირებას ცდილობს და მეტი დეტალის გაგების შემდეგ, მასალა განახლდება.

17:50 საათზე განახლდა.

სასტუმროს მმართველი კომპანიის, შპს მეგა პალასის ხელმძღვანელი, თამარ მაზიაშვილი სასტუმროს გაყიდვის შესახებ გავრცელებულ განაცხადს, რომელიც შესაბამის პლატფორმებზე გამოქვეყნდა, არ ადასტურებს და აცხადებს " დამფუძნებელი სასტუმროს გაყიდვას არ გეგმავს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები