მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სასტუმრო კომპლექსებები მოწმდება - ერთი ობიექტი დაჯარიმდა

64a65ceaacbd9
თამთა ჯიჯავაძე
06.07.23 10:26
2045
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სასტუმრო კომპლექსების გეგმური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვის 30-მდე სასტუმროს ჩაუტარდა. სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე მხოლოდ 1 ობიექტი დაჯარიმდა. თუმცა ინსპექცია არ აკონკრეტებს, რომელ სასტუმროზეა საუბარი.

მონიტორინგის ფარგლებში სასტუმროს ნომრების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური ნორმები, აგრეთვე კვებისა და სამრეცხაო ბლოკი მოწმდება.

შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, წლის ბოლომდე მონიტორინგი 200-მდე სასტუმროს ჩაუტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები