ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ამასთანავე, მაშველები კიდევ აგრძელებენ ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხმდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.
შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.