მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სტიქიით დაზარალებულთათვის ₾110 მილიონად 9 ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ბათუმი კორპუსები

ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 9 ახალი კორპუსის ასაშენებლად 110 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო განაცხადის თანახმად, ამ კორპუსებში სულ 1,077 ბინა განთავსდება და ისინი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა, შესაბამისად ერთი ბინის მშენებლობის სატენდერო ღირებულება 102,188 ლარი იქნება.

პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და მის ფარგლებში დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 15-დან 20 იანვრამდე შეეძლებათ.

ტენდერის ფარგლებში პრეტედენტებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ შესრულებული აქვთ არანაკლებ 198 მილიონი ლარის სამუშაოები, მათ შორის თითოეული წლის განმავლობაში არანაკლებ 35 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები, ამასთან კომპანიის მიერ ერთი კონტრაქტის ფარგლებში უნდა იყოს შესრულებული არანაკლებ 25 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო აგებული შენობების სიმაღლე არანაკლებ 23 მეტრი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები