ბათუმში „თიბისი ბანკის“ მთავარ ოფისში ბანკის კრედიტოფიცერი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაცია BM.GE-ს „თიბისისა“ და შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევა დაახლოებით 14 საათისთვის მოხდა და ინციდენტის მიზეზი უცნობია. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„თიბისიში“ მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ დაჭრილი კრედიტოფიცერი კლინიკაშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, „თიბისის“ თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.