მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - შსს

63ea68322b69b
BM.GE
13.02.23 20:31
827
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ამჟამად ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს", -  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აფეთქების ხმა იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სანაპირო ზოლთან, ზღვაში კვამლი ამოდის. მოქალაქეების ერთ-ერთი ვარაუდით, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები