მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში წელს ბილეთის არქონის გამო 7 374 მგზავრი დაჯარიმდა

ბათუმი ავტობუსი მგზავრი

ბათუმში, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის 7 374 პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

ინსპექცია უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.

უბილეთო მგზავრობა 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ამასთან, მგზავრი ვალდებულია საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები