ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სასტუმროებისა და საცურაო აუზების გეგმური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.
როგორც ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნუგზარ ცეცხლაძემ განაცხადა, მოწმდება კვების ბლოკები და აუზის წყლის ხარისხი.
"დავიწყეთ სასტუმროების და საცურაო აუზების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება. ვიზუალური და ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით. ლაბორატორიულად მოწმდება კვების ბლოკში ჭურჭლის რეცხვის ხარისხი. სასადილო და სამზარეულო ჭურჭლიდან აიღება საანალიზონიმუშები
ასევე მოწმდება საცურაო აუზის წყლის ხარისხი. აუზის წყლიდან აიღება ნიმუშები ფიზიკო-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევაზე", - განაცხადა მან.
ჯერჯერობით, შემოწმების შედეგების შესახებ მუნიციპალური ინსპექცია ინფორმაციას არ ავრცელებს.




























