მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 3300-მდე პირი დააჯარიმეს

კონტროლიორი

ბათუმში, წელს უბილეთოდ მგზავრობისთვის 3258 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

"მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის, ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წელს 3258 პირი დააჯარიმა", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მგზავრი ვალდებულია საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.

გასულ წელს, ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობის 10 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები