მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში უნებართვო მშენებლობის 154 ფაქტი დაფიქსირდა - ინსპექცია

მშენებლობა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. რომლის თანახმადაც, ბათუმში უნებართვო მშენებლობის 154 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდა ამისა, ინსპექციის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე, წელს შემოწმების შედეგად, 655 ობიექტზე სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა და საქმისწარმოება დაიწყო.

ანგარიშის მიხედვით 350-ზე მეტი ფაქტი უსაფრთხოების წესების დარღვევის და ასევე, 140-ზე მეტი ფაქტი მიმდინარე მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტებიდან, გამოსწორდა და საქმის წარმოება შეწყდა 371 ობიექტზე, ხოლო 284 ობიექტზე პროცესი მიმდინარეობს.

საქმისწარმოების პროცესში მიმდინარე და გასულ წლებში დაფიქსირებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე, სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურმა 1000-ზე მეტი დადგენილების პროექტი, ხოლო დადგენილების იძულებით აღსრულების მიზნით კი, 157 სააღსრულებო ფურცელი მომზადდა.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნას, მიმდინარე წელს ინსპექციაში 78 განაცხადი შევიდა, საიდანაც, მოთხოვნა მხოლოდ 12 ობიექტს დაუკმაყოფილდა, ხოლო 60 უარი ეთქვა და 8 განხილვის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები