მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი მიმდინარეობს

უნებართვო ჯიხურები

ბათუმში, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, უნებართვო ჯიხურები ცენტრალური პარკის, ასევე ბულვარის, გონიოს სანაპიროს და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიტანეს.

უწყების განმარტებით, ჯიხურები ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდა.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი. ბათუმის ძველი ბულვარის, ცენტრალური პარკისა და გონიოს სანაპირო ზოლის შემდეგ, სამუშაოები ბოტანიკური ბაღის სანაპიროზე გრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟის პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად მთელ ქალაქს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები