მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში წყლის სისტემის განვითარების პროექტის მე-5 ფაზა იწყება - პროექტის ღირებულება €78.8 მლნ-ია

642e821c2d72b
BM.GE
06.04.23 13:10
412
ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, წყლის პროექტის მე-5 ფაზა იწყება. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება.

პროექტის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

მეხუთე ფაზის პროექტის ღირებულება 78.8 მლნ ევროა.

მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები