მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ხელოვნური კუნძულის შექმნის იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა - ინვესტორი

6339b618efa09
გიორგი არონია
03.10.22 00:00
977

როგორც ირკვევა, ბათუმში ხელოვნური კუნძულის შექმნის იდეა არახალია და ის ხუთი წლის წინ გაჩნდა, - ამის შესახებ პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„ეს ისტორია დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელში ჩამივარდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მომზადებული ბათიმეტრიული მონაცემები. მას შემდეგ, რაც გავიგე, თუ რამდენად წყალმარჩხია ეს ტერიტორია, პროექტმა დიდი ინტერესი აღმიძრა. ამასთანავე, ჩვენს კომპანიას ოპერირებაში აქვს გრანიტის კარიერები, რომლებითაც ამ [მიწის] შევსება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობა სექტემბერში ოფიციალურად დაიწყო. პროექტს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახორციელებს, რომლის 82%-ს ბრიტანეთის ვირჯინიისკუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი ფლობს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - შპს „ბათუმი აილენდი“, რომლის 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები