ბათუმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქი საქართველოში, ყოველდღიურად იქცევა ინოვაციური და მასშტაბური პროექტების მასპინძლად. ასეთ ახალ სივრცეს შორის არის კავკასიის უნივერსიტეტისა და სკოლის ახალი კამპუსი, სადაც ბაუმერმა უზრუნველყო საინჟინრო სისტემების რეზივია და ინსტალაცია.
პრემიუმ საინჟინრო გადაწყვეტილებები კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში
პროექტის მასშტაბი და არქიტექტურული სირთულეები მოითხოვდა საინჟინრო სისტემებს, რომლებიც სრულად ჰპასუხობენ პრემიუმ კლასის სტანდარტებს. საწყის ეტაპზე ბაუმერმა განახორციელა საინჟინრო სისტემების პროექტის რევიზია და ოპტიმიზაცია.
შენობის გათბობა-გაგრილებისთვის შეირჩა იაპონური ბრენდი Daikin-ის უახლესი VRV სისტემები, ხოლო ჰაერის ცირკულაციის უზრუნველსაყოფად — იგივე ბრენდის სავენტილაციო დანადგარები. ეს უზრუნველყოფს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სტაბილურ, ჟანგბადით მდიდარ გარემოს.
მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრა
ბათუმის კლიმატი, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. კამპუსში გათვალისწინებულია დახურული აუზი, სადაც ჰაერის ტენიანობის კონტროლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, ბაუმერმა ობიექტი აღჭურვა Daikin-ის სპეციალური ჰაერის ამომშრობი სისტემით, რომელიც მთლიანად ინტეგრირებულია შენობის კლიმატურ ქსელში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე არის სკოლის ატრიუმი – ღია და დიდი მოცულობის სივრცე, სადაც ტემპერატურული სტაბილურობის უზრუნველყოფა რთულია. ბაუმერმა კავკასიის უნივერსიტეტი და სკოლა დანიური ბრენდის Danfoss-ის იატაკქვეშა სისტემით აღჭურვა, რომელიც ტემპერატურას ოპტიმალურად ანაწილებს.
ბაუმერის სტანდარტი – საინჟინრო სრულყოფილება
ბაუმერის მუშაობის პრინციპი მარტივია – ყოველი დეტალი უნდა ჰპასუხობდეს საინჟინრო სრულყოფილების სტანდარტს. კომპანიაში სპეციალურად შემუშავებულია საოპერაციო სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში პროექტები ერთიანი სტანდარტით შევასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ობიექტზე თითოეული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ტექნიკურად გამართულია, არამედ გათვლილია შენობის გრძელვადიან ფუნქციონირებაზე და კომფორტზე.




























