ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და სამუშაო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ბაუმერის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებებია.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამარტივებს სამუშაო პროცესებს, ამცირებს პროექტების განხორციელებისთვის საჭირო დროს და ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან მართვას. ინჟინრების გლობალური და ადგილობრივი დეფიციტის პირობებში AI ტექნოლოგიები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, მოკლე დროში შეიმუშაონ სხვადასხვა საპროექტო ხედვა და ტექნიკური გადაწყვეტა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობა კვლავ ადამიანს ეკისრება.
ბაუმერის დამფუძნებელი ლევან ყირიმლიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და ერთიანი სამუშაო სისტემის განვითარებაზე, რაც პროექტების ეფექტიან მართვას, რესურსების ოპტიმიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას ემსახურება.
ბაუმერისა და მისი საპროექტო მიმართულების - ლეიაუთის გეოგრაფიული გაფართოების პარალელურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესების სტანდარტიზაცია და შესრულების ხარისხის შენარჩუნება. რადგან ბაუმერი პროექტებს ახორციელებს თბილისა და ბათუმში, ასევე აქტიურად მუშაობს უზბეკეთისა და სომხეთის ბაზარზე განვითარებაზე, კომპანიაში დანერგილია ერთიანი სამუშაო სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტების შექმნისთვის. ამჟამად მიმდინარეობს პროცესების შემდგომი გაციფრულება, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასაც ითვალისწინებს. ამას ადასტურებს ბაუმერის აქტიური მზადება ISO სერტიფიცირებისთვის.
ტექნოლოგიური განვითარება, პროცესების სტანდარტიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ბაუმერის და ლეიაუთის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას ემსახურება.






















