მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

64494e4ed5cf3
BM.GE
26.04.23 20:27
559
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის.

ცვლილების თანახმად, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმისა და ელექტრონული სისტემის და ამ პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის დეტალური გაწერის ფუნქციის მთავრობაზე დელეგირება მოხდება. ცვლილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა.

„ცვლილებით, მთავრობის მიერ ამ აქტების მიღების შემდეგ, შესაბამის უწყებებს კოორდინირებულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა მაქსიმალური დაცვით კოდექსის იმპლემენტაციის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები