საქართველოს ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. თამაშის დასრულების შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც თქვა, რომ მან უპირველესად თავის თავს დაუმტკიცა, რომ დიდ ევროპულ ფეხბურთში წარმატებით თამაში შეუძლია.
"ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანას შევძლებდი, არავის დავუჯერებდი იმ პოზიციიდან გამომდინარე მაგრამ არასოდეს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს რომ დღევანდელი დღე დადგა და ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები.
აღნიშვნა ბევრს ეშლება. Ჩჩემთვის კაპიტანი ამერიკაა, რომლის ისტორიაც ბავშვობაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა რომელიც მას ჰქონდა, ვფიქრობ, მეც გამაჩნია. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა რომ სუსტი ვიყავი არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველი ჩემ თავს დავუმტკიცე რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია და შემდეგ ყველას დავუმტკიცე", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.