წელს ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე სახელმწიფო მილიონ ლარს დახარჯავს, - აღნიშნულს 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბიომონიტორინგის კომპონენტი შემდეგ სერვისებს მოიცავს: სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე;
თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე.
იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია ნორმაზე მეტი იქნება, ტყვიის პოტენციური წყაროების დადგენის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე საცხოვრებელი გარემოს, ასევე ჰაერის, წყლისა და ნიადაგის შესწავლა დაიწყება.
თემაზე ბოლო კვლევა იუნისფემა ჩაატარა, რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად და რა ტიპის აქტივობებია დღის წესრიგში?
სტუმარი: ნინო ძოწენიძე - გაეროს ბავშვთა ფონდის გარემოს ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი;