ფარმაცევტული კომპანია Bayer-ი სამომხმარებლო ჯანმრთელობისა და მოსავლის მეცნიერების განყოფილებების განცალკევებას განიხილავს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ანდერსონმა აზრი გააჟღერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღედგინა დივერსიფიცირებული გერმანული კომპანიის შელახული აქციების ფასი.
მენეჯმენტი განიხილავს ურეცეპტო მედიკამენტების ბიზნესის ან სოფლის მეურნეობის გამოყოფას დანარჩენი ჯგუფისგან.
"თანმიმდევრული დაყოფა სამ კომპანიად არის ვარიანტი, ისევე, როგორც სამივე განყოფილების შენარჩუნება", - თქვა ანდერსონმა.
მედიკამენტების და მოსავლის ქიმიკატების გერმანელმა მწარმოებელმა ასევე გამოაქვეყნა გეგმები მენეჯმენტის რამდენიმე ფენის მოხსნის გადაწყვეტილების მიღების დასაჩქარებლად, რაც კომპანიაში სამუშაო ძალის "მნიშვნელოვან შემცირებას" გამოიწვევს.
Bayer-ის სოფლის მეურნეობის, რეცეპტით გაცემული მედიკამენტების და მომხმარებელთა ჯანდაცვის განყოფილებებმა 2022 წლის ჯგუფური გაყიდვების დაახლოებით 50%, 38% და 12% შეადგინეს.
ამასთან, Bayer-მა მესამე კვარტალის მოგებაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მოგება 31%-ით 1,685 მილიარდ ევრომდე დაეცა. ამასთან, კომპანიამ კვარტალში 4,57 მილიარდი ევროს წმინდა ზარალი აქვს.