კვირის მანძილზე დადასტურდა წამყვანი თურქული კომპანიის "ბაირაქტარის" მიმართება უკრაინაში ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით, მეტიც - დაიდო კონკრეტული ვადებიც, მოცულობები და ინვესტიციები. ცხადია, ასეთ მნიშვნელოვან თემას აქვს მრავალმხრივი მიმართება და გავლენა, მათ შორის გეოპოლიტიკურიც. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამ კომპანიის ავანგარდში, მმართველობასა და აქციონერებში პრეზიდენტ ერდოღანის ოჯახის წევრები არიან.