მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაზალტ ფაიბერსი” წარმოების სიმძლავრეს 50%-ით ზრდის - ინვესტიცია $1.5 მილიონია

ადგილობრივი წარმოება

ბაზალტის ქვისგან ქართული ტექნოლოგიით ბაზალტის ძაფის მწარმოებელი კომპანია “ბაზალტ ფაიბერსი” სიმძლავრეებს 50%-ით ზრდის, რისთვისაც 1.5 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს. 

როგორც გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა განაცხადა, მენეჯმენტი პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში შეეცდება. შედეგად 2023 წელს „ბაზალტ ფაიბერსი“ 7-8 მლნ ლარის ბრუნვას ელის, რაც კომპანიის დინამიკური განვითარების შედეგია.

ვაპირებთ სიმძლავრეების გაზრდას. წლის ბოლომდე წარმადობას 50%-ით გავზრდით, რისთვისაც “აწარმოე საქართველოშის” ხელშეწყობის გამოყენებას ვფიქრობთ. განვითარების პროექტის ღირებულება 1.5 მლნ დოლარია. საქმე ის არის, რომ დაახლოებით ნახევარ წელიწადში წარმოება ნებისმიერ სიმძლავრემდე შეგვიძლია გავზარდოთ, ერთადერთი ჩვენი შეზღუდვა კვალიფიციური მუშახელის მოძიებაა. ამ მხრივ ვიყენებთ, როგორც გამოცდილ ტრადიციულ მეთოდებს, ასევე არატრადიციულს, რადგან რუსთავი არც ისე დიდი ქალაქია და დასაქმების მაჩვენებელი იქ მაღალია. დღეს, ჩვენ 90-მდე ადამიანს ვასაქმებთ”, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. 

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე სახელმწიფო პროექტების განხორციელების შეფერხებამ, მათ გაყიდვებზეც იმოქმედა, თუმცა ამის საპირწონედ კომპანია საექსპორტო მიმართულებებს ავითარებს. 

“რადგან ადგილობრივ ბაზარზე პროექტები იმ ტემპით არ სრულდება, როგორც დაგეგმილი იყოს გეგმების ერთი ერთში შესრულება რთულია, მაგრამ სამაგიეროდ ექსპორტი მზარდია და ეს კომპანიას ეხმარება.

ვცდილობთ, ექსპორტი განვავითაროთ, თუმცა ადგილობრივი ბაზრის განვითარებაც  გვსურს, რადგან ეს ქვეყნისთვის დიდი შეღავათი იქნება ხარჯების, ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 12 დასახელების პროდუქტს ვქმნით, მაგრამ ამ პროდუქტებიდან კიდევ ასობით დასახელების პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი. ამისთვის კი სხვადასხვა კომპანიებს ვიწვევთ, რადგან მაგალითად ევროპაში ჩვენი პროდუქტები ფართოდ გამოიყენება მედიცინის, მანქანათმშენებლობის და გემთმშენებლობის ჩათვლით”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები