მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ახალი სატრანსპორტო კომპანია Cargo Polo გამოჩნდა!

cargopolo
BM. GE
06.11.23 13:15
417

ავტომობილების იმპორტის ბაზარზე ახალი მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური კომპანია Cargo Polo გამოჩნდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში იოპერირებს და დილერებს მოემსახურება აშშ-დან ავტომობილებისა და სხვა მძიმე სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და ტრანსპორტირების სერვისების სრული სპექტრით. კომპანია დაფუძნებულია საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორების მიერ და აერთიანებს 100-მდე თანამშრომელს როგორც აშშ-ში ისე მიმღებ ქვეყნებში.

- 17 აქტიური მიმღები პორტი
- საწყობების საერთო ფართობი: 35 აკრი
- საერთო საპარკინგე ადგილები საწყობებში 6,000 ავტომობილისათვის
- ყოველდღიური საშუალო ჩატვირთვების მაჩვენებელი: 70-100 კონტეინერი
- კონსოლიდაციის საშუალო დრო: 3-7 დღე

ასეთია Cargo Polo-ს ინფრასტრუქტურული რესურსები.

საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტიორი კომპანიების უმეტესობა მუშაობს როგორც სადილერო ისე საცალო სეგმენტზე. ამ ფონზე კი კარგო პოლო ირჩევს ნიშურ როლს - პარტნიორებად აირჩიოს მხოლოდ ავტოდილერები და კონცენტირდეს სფეროში მცირე ბიზნესების გაძლიერებაზე.

კარგო პოლოს პარტნიორ დილერებს შესაძლებლობა აქვთ მანქანები შეიძინონ თითქმის ყველა პლატორმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. Შესყიდვების პროცესის გამარტივებისთვის, კომპანიამ შექმნა ფინანსური მხარდაჭერის სისტემა, რაც ავტოდილერებს მათზე მორგებული ფინანსური ალოკაციის საშუალებას აძლევს. დაკვეთილი ავტომობილების შესყიდვისთვანავე იწყება ტვირთის ტრანსპორტირების პროცესი, რომელიც მრავალეტაპიან ლოგისტიკურ სქემასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი კი 3 ძირითადი პრინციპის ქვეშ არსებული ინსტრუქციებით ხორციელდება.

- ტრანსპორტირების უსაფრთხოება
- გადაზიდვის სისწრაფე
- სტანდარტული პროცესების მაქსიმალური პერსონალიზაცია თითოეული ავტოდილერის საჭიროებებზე

“ლოგისტიკური პროცესები ისეთი აღარასოდეს იქნება როგორც ადრე! კარგოპოლო ახალი თაობის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მიზანია დილერებისთვის კარგად ნაცნობი ბიზნესპროცესები და მათი შესრულების ხარისხი აიყვანოს ახალ ნიშნულებამდე. ჩვენთან შეხვდები უამრავ ინოვაციურ პროდუქტსა და მიმართულებას. თუ ხარ დილერი და დაკავებული ხარ ავტომობილების იმპორტით, მაშინ შენთვის ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს!” - ამბობენ კომპანიაში.

მეტი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.cargopolo.com

ოფისი: თბილისი. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #187



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები