2024 წლის რთველის პერიოდში, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, ბაზარზე ყურძნის რა რაოდენობის შესყიდვა მოუწევს მთავრობას. გიგა ბენია გვიერთდება დეტალებით, რომელმაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ჩაწერა მოახერხა.