მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტია. კომპანიაში 50% -მდე უცხოელია“ - "ალიანს ჯგუფი“

ბიწაძე

„ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თემო ბიწაძის განცხადებით, კომპანიის ნახევარი უცხოელი მუშახელით არის დაკომპლექტებული. როგორც ბიწაძემ BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, კადრების დეფიციტს სექტორი მწვავედ განიცდის, მისი გადაჭრის გზად კი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივ მუშაობას ასახელებს.

გაზრდილი ნებართვების ფონზე მოსალოდნელია რომ საკადრო დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველოს ბაზარზე ადამიანური რესურსი ძალიან დეფიციტურია. ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვა, იმ მასშტაბურ პროექტებში რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ქართველი მუშახელი არ გვყავს, საპროექტო და სამშენებლო გუნდის ნახევარზე მეტი 50-55% არიან ქართველები, თუმცა მინიმუმ 45-50% დეპარტამენტებში დაკომპლექტებულია ესპანელი, თურქი, იტალიელი, უზბეკი და ინდოელი კადრებით. ინდოეთიდან ჩამოვიყვანეთ მხაზველები.

აიტი სექტორი რომ ავიღოთ ბევრი აკადემიაა გაჩნდა, სამშენებლო საპროექტო მიმართულებით კი თითქმის არ მახსენდება მსგავსი დაწესებულება, რომ კადრები გაზარდონ. აუცილებელია რომ ამაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი ვიყოთ ჩართულები, რადგან ბაზარზე დეფიციტია და მომატებულ პროექტებთან ერთად რომლის ნებართვაც გაცემულია, კიდევ უფრო დიდი დეფიციტის შექმნის პოტენციალი არსებობს,“ - განაცხადა ბიწაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები