მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე მდგომარეობა იცვლება, შესაბამისად CFD ტარიფის გადახედვაც არ იქნება ცუდი | დავით ნარმანია

დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ CFD ტარიფები დროდადრო უნდა გადაიხედოს. როგორი უნდა იყოს ტარიფი ამას როგორც სემეკის ხელმძღვანელი ამბობს, ბაზარი განსაზღვრავს.

"CFD ტარიფები არის აუქციონის საფუძველზე ჩამოყალიბებული საბაზრო ფასი. გამომდინარე იქიდან, რომ პერიოდულად ბაზარზე მდგომარეობა იცვლება, შესაბამისად CFD ტარიფის გადახედვაც არ იქნება ცუდი და უცხო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფასების ზრდის პირობებში ენერგეტიკულ ტექნიკა-ტექნოლოგიებზე, სამუშაოებზე და ასე შემდეგ, ფასების გადახედვა იქნება უპრიანი. ის თუ რა შეიძლება იყოს ტარიფი, ამას ბაზარი გვიჩვენებს. სწორედ მიწოდების და მოთხოვნის საფუძველზე იქნება ჩამოყალიბებული შესაბამისად ახალი ტარიფი, ამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ აუქციონს", - განაცხადა ნარმანია ჟურნალისტებთან.

მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებისთვის CFD აუქციონით დადგენილი ტარიფი 6,5 ცენტი, ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში - 6 ცენტი, ხოლო მზისთვის - 5,6 ცენტია. უკვე დიდი ხანია ბიზნესი ახალი, მესამე CFD აუქციონის ჩატარებას და ტარიფების გადახედვას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები