მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD-ის ახალი აუქციონი ინვესტორთა დაინტერესების ზრდისთვის მნიშვნელოვანია - დავით ნარმანია

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ CFD-ის მესამე აუქციონის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სადგურების მშენებლობა ბოლო წლებში გაძვირდა და შესაბამისად, ახალი ტარიფის დადგენაა საჭირო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩემი აზრით, დაანონსებული აუქციონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ბოლო წლებში ბაზარზე მდგომარეობა და ფასები მათ შორის მოწყობილობებზე შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორთა მდგომარეობისა და დაინტერესების გაზრდის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება ბევრი ისეთი საინტერესო პროექტის განხორციელება, რომლებზეც ინვესტორები მანამდე არსებული ფასების გამო თავს იკავებდნენ. საბოლოო ჯამში კი ეს ჩვენს ენერგეტიკას წაადგება, რადგან ქვეყანაში უფრო მეტი მწვანე ენერგია და ჰიდროენერგია შეიქმნება და ადგილობრივი ენერგიით უფრო მეტად ვიქნებით უზრუნველყოფილნი", - ამბობს ნარმანია.

16 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. აღსანიშნავია, რომ მეორე CFD აუქციონით დადგენილი მედიანური ტარიფი მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტს, ქარის 6 ჰიდროელექტროსადგურისთვის კი 6,5 ცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები